მაჭავარიანი: ვნახავთ, ოთხი წლის თავზე ბიუჯეტს რამდენით გაზრდიან

მაჭავარიანი: ვნახავთ, ოთხი წლის თავზე ბიუჯეტს რამდენით გაზრდიან

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ინტერესდება  ოთხი წლის თავზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სახელმწიფო ბიუჯეტს თუ რამდენით გაზრდის.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მაჭავარიანმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტს უმცირესობა მხარს ვერ დაუჭერს.

მისი თქმით, ძველ ხელისუფლებას, 2003 წელს 900 მლნ ლარიანი ბიუჯეტი დახვდა დღეს კი, ბიუჯეტი დაახლოებით  9 მლრდ ლარია.

„ანუ, ბიუჯეტი ათჯერ ნაკლები იყო. ახალმა მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოსა და გუბერნატორებს დაფინანსება შეუმცირა, თუმცა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი ის არის თუ რაში დაიხარჯება თანხები.  ამჟამად 9 მლრდ ლარიან ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, მაშინ, როდესაც ჩვენ 900 მლნ ბიუჯეტი მივიღეთ. ვნახავთ,  ოთხი წლის თავზე, რამდენჯერ გაზრდით ბიუჯეტს“, - დასძინა მაჭავარიანმა.