მანუჩარ დარასელიას განცხადებით,  შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ჩვენება მუქარის შედეგად მიაცემინეს

მანუჩარ დარასელიას განცხადებით, შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ჩვენება მუქარის შედეგად მიაცემინეს

მანუჩარ დარასელიას განცხადებით,  მას შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მუქარის შედეგად მიაცემინეს. აღნიშნულის შესახებ, მანუჩარ დარასელია ვიდეო-მიმართვაში საუბრობს, რომელიც გაზეთ „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს დღეს თეა თუთბერიძემ გააცნო.

თუთბერიძის განმარტებით,  მანუჩარ დარასელია არის ადამიანი, რომელსაც თითქოსდა თავისუფლებააღკვეთილი ზვიად აბესაძე ჩააბარეს.

„2012 წლის 7 ნოემბერს დამიბარეს ორთაჭალაში, პოლიციაში. როდესაც მივედი, იქ დამხვდა გამომძიებელი მამაკაცი და ასევე პროკურორი თენგიზ ხარებავა. ასევე იქ იყო დაახლოებით 5 პოლიციელი. ვიღაც ბიჭმა დაწერა ჩვენება, რომელიც შემდეგ პროკურორმა წამიკითხა. იქ ეწერა რაღაც ძალადობის შესახებ, რომელიც მე არ მსმენია. მითხრეს - „ხელი მოაწერეო“, რაზეც უარი ვუთხარი, რის შემდეგ ყვირილი დამიწყეს - „დროზე მოაწერეო“.  პროკურორმა მითხრა, 7-დან 10 წლამდე მოგელისო და აქედან ვერ გახვალო. ამ ფსიქოლოგიური მუქარის და ზეწოლის ქვეშ მოვაწერე ხელი“, - აცხადებს დარასელია ვიდეო მიმართვაში და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართავს, მისი ოჯახის უფლებები დაიცვას.