საქართველოს პარლამენტს სამხედრო რწმუნებული ეყოლება

საქართველოს პარლამენტს სამხედრო რწმუნებული ეყოლება

საქართველოს პარლამენტს სამხედრო რწმუნებული ეყოლება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, „სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ცვლილებების ავტორი კი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია. 

პროექტის თანახმად, სამხედრო რწმუნებული უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ამ მიზნით კი, კონტროლსა და ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას.

ამასთან, ცვლილებებით, სამხედრო რწმუნებული არის სამხედრო მოსამსახურეთა საჩივრებისა და განცხადებების ადრესატი და მას უფლება აქვს დაუბრკოლებლად შევიდეს როგორც სამხედრო ძალებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, ასევე პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და მოითხოვოს და მიიღოს საქმისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.