მელორ ვაჩნაძე საპყრობილის დატოვებაზე უარს აცხადებს

მელორ ვაჩნაძე საპყრობილის დატოვებაზე უარს აცხადებს

არასამთავრობოების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული მელორ ვაჩნაძე საპყრობილის დატოვებაზე უარს აცხადებს.

როგორც from.ge-ს ვაჩნაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, მელორ ვაჩნაძე გათავისუფლებაზე უარს ამბობს, სანამ სხვა პოლიტპატიმრებიც არ გათავისუფლდებიან.

„იგი გათავისუფლების სასტიკი წინააღმდეგია და ითხოვს, ან ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს, ან არავინ“ - განუცხადა from.ge-ს ნათია კორკოტაძემ.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულის შესახებ მან უკვე აცნობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში დღეს ახალი შემადგენლობით პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებს დღეს 60 პატიმარი დატოვებს, აქედან 2 არასრულწლოვანი და 5 ქალია.

ასევე, პირობით ვადამდე ადრე გასათავისუფლებელ პირთა სიაში მოხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული მელორ ვაჩნაძე და  თემურ ჟორჟოლიანი.