ბაჩო ახალია: არის კითხვები? დამისვით! ყველაფერზე ვუპასუხებ

ბაჩო ახალია: არის კითხვები? დამისვით! ყველაფერზე ვუპასუხებ

არჩევნების შემდეგ საქართველოდან გაქცეული და შემდეგ მოულოდნელად დაბრუნებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისიტრი ბაჩო ახალია გაზეთ „იზვესტიის“ შეკითხვებს პასუხობს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანი შეიძლება იყოს შს ყოფილი მინისტრის მიმართ ახალი ხელისუფლების სასამართლო, ახალია პასუხობს, რომ პასუხებს პროკურატურასაც და  პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც გასცემს, თანაც ნებისმიერ ფორმატში.  From.ge ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ. 

„ ჩემი პოზიცია ძალიან უბრალოა. არის კითხვები? დამისვით! ყველაფერზე ვუპასუხებ. ჯერჯერობით სამართალდამცავი სტრუქტურებიდან არავინ დამკავშირებია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩემს მიმართ ისმის, აბსურდულია. გარდა ამისა, აბსურდულია ინფორმაცია  თავდაცვის სამინისტროს მიერ გახარჯული იმ 113 მილიონი ლარის შესახებაც...

 სად იყავით ამ დროს?

- ბავშვთან  ერთად გერმანიაში. შემდეგ თურქეთში.

საქართველო თქვენთან ერთად თქვენმა ძმამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ  დათა ახალაიამაც დატოვა. ისიც დაბრუნდება?

- ჯერ არ ვიცი, რატომაც არა? რა არის ამაში ისეთი?

ემზადებით პოლიტიკაში მოსასვლელად?

- უფრო არა, მე არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მოვიფიქრებ, ქვეყნისთვის საინტერესო რამით დავკავდე“,-აცხადებს ბაჩო ახალია.