ებრაელი ბიზნესმენი უფლებადამცველთა ჯგუფის ბრალდებებს პასუხობს

ებრაელი ბიზნესმენი უფლებადამცველთა ჯგუფის ბრალდებებს პასუხობს

ებრაელი ბიზნესმენი უფლებადამცველთა ჯგუფის ბრალდებებს პასუხობს. სასონ ჰოკის კონსულტანტი იურიდიული კომპანია „ბიდიო ლეგალი“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ  ნიკოლოზ მჟავანაძემ თეიმურაზ კვარაცხელიას ქონების მიტაცებაში დაადანაშაულა.

„ბიდიო ლეგალის“  წარმომადგენლების განცხადებით, სასონ ჰოკსა და თეიმურაზ კვარაცხელიას შორის, რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა, რის საფუძველზე ებრაელმა ბიზნესმენმა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს 2009-დან 2011 წლამდე დაახლოებით სამი მილიონი ლარის ოდენობის სესხი გადასცა, ვალდებულება კი,  იმ ობიექტით იქნა უზრუნველყოფილი, რომლის გამოძალვაშიც კვარაცხელია ჰოკს ადანაშაულებს.

მათივე თქმით, სასონ ჰოკისგან სესხის ბოლო ტრანშის მიღების შემდეგ კვარაცხელიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება არ განუხორციელებია.

ამის შემდეგ,  ბიზნესმენმა კვარაცხელიას ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადა მისცა, 6-თვიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ კი ჰოკმა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართა.

„განცხადებები,  რომელიც ბატონმა კვარაცხელიამ გააკეთა არის მისი პატივის და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებები.  ამიტომ ის აპირებს   დაუყოვნებლივ მიმართოს სარჩელით სასამართლოს. მოითხოვოს უსაფუძვლო ბრალდებების უარყოფა,  რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა. ასევე ვმუშაობთ დამატებით იმ მოთხოვნებზე, რომელსაც წავუყენებთ კვარაცხელიას.

რაც შეეხება,  ბატონი ჰოკის  მაღალჩინოსნებთან კავშირს,  ეს აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიგვაჩნია, რომ უბრალოდ თემის პოლიტიზირების მცდელობაა, რადგან  პოლიტიკური თემა გამოყენებული იქნას პირადი მიზნებისთვის კონკრეტულად კი, ბატონმა კვარაცხელიამ თავი აარიდოს ვალდებულების შესრულებას“, - განაცხადა შპს „ბიდიო ლეგალის“ იურისტმა.