ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 32 მილიონი რუბლია დატაცებული

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 32 მილიონი რუბლია დატაცებული

ჩეჩნეთის პროკურატურის ინფორმაციით, რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გატაცებულ 32 მილიონ რუბლთან დაკავშირებით, რამდენიმე სახელმწიფო ჩინოვნიკზე  სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დატაცების საქმეს, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი ფიგურირებს. თანხები ბიუჯეტიდან გროზნოში საცხოვრებელი სახლების სარემონტოდ, აგრეთვე სოციალური და აღდგენითი პროექტების განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, სახლის აღდგენაზე, ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 119 მილიონი რუბლი, რეალურად დაიხარჯა 19 მილიონი რუბლი „ ასეთი სქემით მოქმედებდნენ  რამდენიმე ათეულ სახლზე, ბიუჯეტიდან კი რამდენიმე მილიონი რუბლია დატაცებული“,-აცხადებს ჩეჩნეთის პროკურატურის წარმომადგენელი.