დიდი ოცეული  ამერიკაზე ზეწოლას აპირებს

დიდი ოცეული ამერიკაზე ზეწოლას აპირებს

მექსიკის დედაქალაქში პესიმიზმით სავსე „დიდი ოცეულის“-G 20-ის  სამიტი გაიხსნა. ბუნებრივია, სამიტის ძირითად თემას, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს, მნიშვნელოვანი მიმართულება კი ამერიკაში ფინანსური დისბალანსი იქნება.  მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნები ვაშინგტონზე სერიოზული ზეწოლის განხორციელებას გეგმავენ-ისინი მოითხოვენ, ამერიკა ნაწილობრივ მაინც გაერკვეს საბიუჯეტო დეფიციტში და ქვეყნის უზარმაზარ შიდა ვალში.

„ამერიკამ პასუხი უნდა გასცეს ფინანსურ დისბალანსს ქვეყანაში. ვინც არ უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, მას კონგრესთან მუშაობა და პასუხების გაცემა მოუწევს. ევროპამაც თავისი საშინაო საქმეები წესრიგში უნდა მოიყვანოს.ვფიქრობ, რომ ევროპისთვის უარესი ჯერ კიდევ წინაა. იმედი მაქვს, რომ ისინიც შეძლებენ პრობლემების გადაჭრას და ეკონომიკის ზრდის გაძლიერებას“,-აღნიშნა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა პალაიაპან ჩიდამბარამ.  

G 20-ის  სამიტი 1999 წელს დაფუძნდა. მასში ევროკავშირის და მსოფლიოს 19 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და უმსხვილესი ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.