ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს  მიმართვა გაუგზავნეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

მანამდე კი,  საპროტესტო აქციები, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წინ,  ასევე ითხვისის მაღაროში გრძელდება.

მამაკაცებს მეოთხე დღეა, 14 ქალი შეუერთდა. ამ დრომდე,  მაღაროში ფეხმძიმე ქალბატონიც  რჩება.

გაფიცულების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელფასების 100% ის ნაცვლად 60 % - იან ზრდას ითხოვენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში,  შიმშილობის დაწყებითა და პირის ამოკერვით იმუქრებიან.

ასევე მუშა-მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მაღაროელები დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის კარის ჩაკეტვას აპირებენ და აცხადებენ, რომ შენობაში ხელმძღვანელ პირებს არ შეუშვებენ.