სუბარმა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ არჩილ თალაკვაძე, სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარედ კი, ნათია ლანდია წარადგინა

სუბარმა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ არჩილ თალაკვაძე, სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარედ კი, ნათია ლანდია წარადგინა

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ, რომელიც კურირებას ჯანდაცვას გაუწევს, არჩილ თალაკვაძე, სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარედ კი, ნათია ლანდია წარუდგინა.

"წლების განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვა წარმოადგენდა. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით პრობლემა აღმოვფხვრათ. ჩავატარეთ კონკურსი და გასაუბრებები და გადავწყვიტეთ, რომ დაინიშნოს ჩემი ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებას კურირებას უშუალოდ გაუწევს. რაც შეეხება, სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობას ნათია ლანდია გაუწევს. დარწმუნებული ვარ, ამ ორ ადამიანთან ერთად ძირეულ ცვლილებებს გავატარებთ", - განაცხადა სუბარმა .

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მძიმე ავადმყოფების გადაყვანა და მათი გათავისუფლება არ ხდებოდა, როდესაც ისინი ამას კანონით ითვალისიწნებნენ .

მინისტრი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მაია ხასიამ ყველა იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვა პატიმართა საქმეები, რომელიც შესაძლოა გადავადებას და შემდეგ, მათ გათავისუფლებას დაექვემდებაროს.

"19 ავადმყოფის საქმე უკვე გადავეცით ექსპერტიზას და დარწმუნებული ვარ, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, სასამართლო მათ სასჯელის მოხდას გადაუვადებს, რადგან მათი ციხეში ყოფნა აბსოლუტურად მიზანშეუწონელია . ამას შესაძლოა, კიდევ 50 -მდე ადამიანი დაექვემდებაროს, ზუსტი პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება",