ვენესუელაში 1,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

ვენესუელაში 1,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

ვენესუელას ეროვნულმა გვარდიამ 1,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინა ქვეყნის დასავლეთით  ლარას შტატში სატვირთო ავტომობილის შემოწმებისას.

ვენესუელას იუსტიციის მინისტრის ნესტორ რევეროლის განცხადებით, პირველადი მონაცემებით,  კოკაინი ქვეყანაში მეზობელი კოლუმბიიდან შემოვიდა და სატვირთო ავტომანქანამაში ის საგანგებოდ გახლდათ დამალული.

ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

ბოლო პერიოდში ვენესუელა ნარკოტიკების გადაზიდვის სქემაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იჭერს.  სწორედ ვენესუელის გავლით ხდება კოლუმბიიდსნ და პერუდან ნარკოტიკების გადატანა ჩრდილოეთ ამერიკაში.