გია მაისაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

გია მაისაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დღეს  5 ნოემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება ქართველი პოლიტიკოსისა და ეკონომიკის ექსპერტის  გიორგი მაისაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან.
დასწრება თავისუფალია.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს და ეკონომიკის ექსპერტს გიორგი მაისაშვილს ხელისუფლებამ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შესთავაზა.

თსუ-ის რექტორის თანამდებობა არჩევითია და ალექსანდრე კვიტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2 წელიწადში ეწურება.