მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება

მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება. „ჯორჯიან მარგანეზის“ ადმინისტრაციამ გაფიცულებს ხელფასის 32%-ით გაზრდა შესთავაზა, რასაც აქციის მონაწილეები არ თანხმდებიან.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, ისინი ამჯერად 100%-ის ნაცვლად ხელფასის 50-60%-ით გაზრდას ითხოვენ.

„ჯორჯიან მარგენზის“ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მარგანეცის ამჟამინდელი მსოფლიო საბაზრო ფასიდან გამომდინარე, 32%-ზე მეტად ხელფასებს ვერ გაზრდიან.

მათივე განცხადებით, ითხვისის მაღაროს გარდა, ყველა სხვა მაღაროში სამუშაოები აღდგენილია, გაფიცულები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ითხვისის მაღაროში მჯდომარე აქცია მესამე დღეა გრძელდება. მას ქალებიც შეუერთდნენ.