პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა იანვრიდან გახდება ცნობილი

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა იანვრიდან გახდება ცნობილი

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა იანვრიდან გახდება ცნობილი.  შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ელენე თევდორაძის განცხადებით, 17 ან 18 ნოემბერს შეწყალების კომისია ძველი შემადგენლობით შეიკრიბება.

 მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობა წლის ბოლომდე დარჩება.

„შემდგომი სხდომა ჩვენ საახალწლოდ გვექნება და უკვე იანვრიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით ახალი შემადგენლობა დამტკიცდება. კომისიაში აუცილებლად იქნება ახალი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დანარჩენი კი უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაა" - განაცხადა თევდორაძემ.

მისი ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება. 
კომისიის სხდომის გამართვის შემდეგ, 23 ნოემბერს პატიმართა შეწყალება იგეგმება.