რობი უილიამსი საკუთარი პენისის სიყვარულზე ამღერდა(VIDEO)

რობი უილიამსი საკუთარი პენისის სიყვარულზე ამღერდა(VIDEO)

რობი უილიამსი ახალ  კომპოზიციში  „I.L.M.P.“  (I Love My Penis) საკუთარ „ღირსებას“ სიყვარულში გამოუტყდა. როგორც ცნობილია, მომღერალმა  ეს სიმღერა ცნობილი ბრიტანელი ტელე-რადიო წამყვანის  კრის მაილზის  პაროდიული  ალბომისთვის ჩაწერა, რომლის სახელწოდებაა „The Difficult Second Album“.

სიმღერაში, რომელიც პენისს ეძღვნება, უილიამსი მღერის იმაზე, თუ როგორ  უყვარს პატარები, რომლებიც სანაპიროზე ირუჯებიან, ქვიშას თამაშობენ, სეირნობენ პარკში, სადაც ხეები შრიალებენ...სიმღერის ბოლოში, მომღერალი აღიარებს, რომ სინამდვილეში  ყველაფერზე მეტად თავის სასქესო ორგანოზეა შეყვარებული. უილიამსს მაილზთან ამ თანამშომლობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, შესაბამისად ამ სიმღერის შექმნის ისტორია აქამდე უცნობია.

ალბომი „The Difficult Second Album“ გაყიდვაში, ორ დღეში, 5 ნოემბერს გამოვა. ამ დღესვე ვიხილავთ თავად რობი უილიამისის ახალ ალბომს  სახელწოდებით  „Take the Crown“.  

კრის მოილზმა პირველი სახალისო ალბომი, სახელწოდებით „The Parody Album“  2009 წელს გამოუშვა. ალბომში 20 სიმღერა შევიდა, მათ შორის, ტომ ჯონსის "Sex Bomb“, ბრიტნი სპირსის „Fire“ და ა.შ.