რეზო გაბრიაძის მარიონტების თეატრი მოსკოვში საგასტროლო ტურს იწყებს

რეზო გაბრიაძის მარიონტების თეატრი მოსკოვში საგასტროლო ტურს იწყებს

როგორც რუსული ინტერნეტგამოცემები იუწყებიან, დღეს, 3 ნოემბერს, მოსკოვში ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის რევაზ გაბრიაძის მარიონეტების თეატრის საგასტროლო ტური იწყება. რე­ჟი­სო­რის მი­ერ 1981 წელს და­არ­სე­ბუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის და­სი მოს­კო­ვი­დან რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში გა­ე­მარ­თე­ბა: სანკტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში, ეკა­ტე­რინ­ბურ­გ­ში, პერ­მ­ში, ნო­ვო­სი­ბირ­ს­კ­ში, სა­მა­რა­სა და როს­ტოვ­ში. ტურნეს ბოლოს დაგეგმილია გამგზავება რიგასა და კიევში. „თეატრალური ხელოვნების სტუდიის“ სცენაზე დასი „რამონასა“ და „სტალინგრადს“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევვრების გამოფენა გაიხსნა. გა­მო­ფე­ნამ სახელწოდებით „რე­ზო გაბ­რი­ა­ძე. ფერ­წე­რა, გრა­ფი­კა, სკულ­პ­ტუ­რა“ სხვა­დას­ხ­ვა სე­რი­ე­ბი­დან, სხვადასხვა პე­რი­ო­დის 100 ნა­მუ­შე­ვარი გააერთიანა. გა­მო­ფე­ნა­ზე, ფერ­წე­რი­სა და გრა­ფი­კის გარ­და, მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის ძვე­ლი თო­ჯი­ნე­ბი გა­მო­ი­ფი­ნე­ბა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ხილ­ვას პუშ­კი­ნის მუ­ზე­უ­მის დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი 18 ნო­ემ­ბ­რამ­დე შეძ­ლებს.

 ქართველი სცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი რევაზ გაბრიაძე რუსულ პრესასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ გახარებული იყო პუშკინის მუზეუმში გამართული გამოფენით. როგორც ის აღნიშნავდა, პირველად ამ მუზეუმში ნახევარი საუკუნის წინ იმყოფებოდა, მაშინ წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ შეიძლებოდა ამ კედლებში ოდესმე მისი ნამუშევრებიც გამოფენილიყო.

გაბრიაძემ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს თემაზე, რომელსაც პირობითად „შემოდგომა“ ეწოდება. „სიბერეს აქვს თავისი უპირატესობები და მეც მინდა ვიცხოვრო ღრმა სიბერემდე, რომელიც ტკბილი მოგონებებით იქნება სავსე“-ამბობს 86 წლის ხელოვანი.

„თეატრალური ხელოვნების სტუდიის“ სცენაზე ქართული მარიონეტების ტეატრის დასი მთელი კვირის განმავლობაში ითამაშებს.