ბრიტანული პრესა ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  საუბრობს

ბრიტანული პრესა ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

დღეს ბრიტანული პრესის მიმოხილვის მთავარ თემას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენდა.

Guardian-ის ინფორმაციით,  სააგენტო Reuter-მა ჯერ კიდევ სექტემბერში  შენიშნა , რომ ვლადივოსტოკში პრეზიდენტი კოჭლობდა. „ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე პუტინი შესამჩნევად კოჭლობდა“,-აღნიშნავს გამოცემა. 

Financial Times-ის ინფორმაციით, პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა კუნთი ძიუდოს ვარჯისას გაიჭიმა. 

Daily Telegraph-ი კი წერდა, რომ კუნთის უბრალო გაჭიმვის გამო,კრემლი,  თანაც ერთი თვის შემდეგ, ყოველწლიურ სატელევიზიო პროგრამას „პირდაპირ ხაზს“ არ გადადებდა.

„ბოლო წუთას მოხდა არქტიკული ფორუმის გადადება, რომელსაც პუტინი ბოლო ორი წელია სულ ესწრება. ამ კვირაში თურქმენეთში დაგეგმილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების  სამიტიც გაურკვევლი დროით გადაიდო.  ოქტომბერში ინდოეთში  დაგეგმილი ვლადიმერ პუტინის ვიზიტიც გაურკვეველი დროითაა გადადებული. ასე, რომ ეს უბრალო კუნთის გაჭიმვის გამო არ ხდება და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მას ხერხემალზე ოპერაციის გაკეთებაც სჭირდება“,-წერს გაზეთი.