ვენესუელის ელჩი დიპლომატმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო მოკლა

ვენესუელის ელჩი დიპლომატმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო მოკლა

 კენიის ხელისუფლების განცხადებით, ვენესუელის ელჩის ოლგა ფონსეკას მკვლელობის საქმე, რომელიც ამ ზაფხულს, ივლისში, თავის რეზიდენციაში  მკვდარი იპოვეს,  გახსნილია. ხელისუფლებამ მკვლელობაში მონაწილე ექვსი ადამიანი დააკავა. მათ შორის სამი კენიელი მოქალაქეა და ერთიც ვენესუელელი დიპლომატი, რომლის სახელი და გვარიც არ სახელდება.

ოლგა ფონსეკამ თავისი წინამორბედი მაშინ შეცვლა, როდესაც მას თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ  სექსუალურ ძალდობაში წაუყენეს ბრალი. ყოფილმა ელჩმა სასწრაფოდ დატოვა კენია.

ფონსეკამ კი რამდენიმე თანამშრომელი იმიტომ გაათავისუფლა, რომ მათ უარი განაცხადეს ყოფილი დიპლომატის წინააღმდეგ ჩვენებები მიეცათ.