კახი კალაძე: „პროგრესბანკის“ და „კალა კაპიტალის“ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კახი კალაძე: „პროგრესბანკის“ და „კალა კაპიტალის“ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით,  „პროგრესბანკის“ და „კალა კაპიტალის“ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება „საქჰიდროენერგომშენს“ კალაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

კალაძის თქმითვე, მარტო ენერგეტიკულ სფეროში კი არა, არამედ ნავთობის სფეროშიც არ იქნება მონოპოლიები.

„ჩვენ ვიცით რა მდგომარეობა იყო,  ფაქტობრივად „გალფს“ ჰქონდა ყველაფერი აღებული,  მათ გარეშე ვერაფერს შემოიტანდი და გაყიდდი. არც ერთ ბიზნეს საქმიანობაში არ იქნება მონოპოლიები და ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანია“,- განაცხადა კალაძემ.