ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

ჭიათურის მაღაროელების აქცია  მთავრობის კანცელარიასთან  გრძელდება. მაღაროელები  ხელფასის გაზრდასთან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან  დაკავშირებით, კომისიის შექმნას მოთხოვენ.

მაღაროელებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიას ოფიციალურად უკვე მიმართეს.

აქციის მონაწილეებს ლაბორატორია 1918-ის წევრები შეუერთდნენ.  „ლაბორატორია 1918“-ის  წევრის გიორგი გაბელიას განცხადებით, ისინი მხარში უდგანან მუშებს, რადგან აქვთ იმედი იმისა,  რომ შეიქმნება პრეცედენტი სადაც მუშა, დასაქმებული ადამიანი შეცვლის თავის შრომის კოდექსს.

„ეს ზემოქმედებას მოახდენს თითოეულ ადამიანზე ასევე სტუდენტებზე, რადგან ჩვენ სწავლასთან ერთად მუშაობაც გვინდა“,- განაცხადა გიორგი გაბელიამ.

6 საათისთვის სახელმწიფო კანცელარიასთან სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტთა სხვა ნაწილიც შეიკრიბა, რომლებმაც მაღაროელებს თანადგომა გამოუცხადეს.

ასევე ცნობილი გახდა,  რომ  ამ აქციას   15 ქალი შეუერთდა  და ისინი  მჯდომარე აქციის გამართვას მაღაროში განაგრძობენ.

ადვოკატის თამარ ჯოხაძის განცხადებით, მათ  ბიძინა ივანიშვილს წერილი მიწერეს, სადაც ჩამოყალიბებულია მაღაროელების მოთხოვნები.

შესაბამისად, მისი თქმით, მაღაროელები დახმარებას ელიან.