Independent: იორკის ჰერცოგ ენდრიუს აზერბაიჯანში საკუთარი ბიზნესი აქვს

Independent: იორკის ჰერცოგ ენდრიუს აზერბაიჯანში საკუთარი ბიზნესი აქვს

ბრიტანული გამოცემა  ბუკინგემის სასახლის წევრის და   აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის , რომელსაც „მსოფლიოს ერთ-ერთ კორუმპირებულ და სასტიკ მმართველს“ უწოდებენ, ახლო ურთიერთობებზე წერს და აღნიშნავს, რომ იორკის პრინცს აზერბაიჯანში არა მარტო ბრიტანეთის სავაჭრო პროპაგანდის ინტერესები, არამედ საკუთარი ბიზნესის ინტერესებიც ამოძრავებს.

„ პრინც ენდრიუს მგზავრობისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავება, რომელიც გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან  ფინანსდება და მხოლოდ აზერბაიჯანში მისი ერთი  გამგზავრება 100 000 დოლარზე მეტი დაჯდა, მრავალრიცხოვანი მეგობრული  კავშირები საეჭვო რეპუტაციისა და პედოფილებთან კონტაქტებში შემჩნეულ სახელმწიფო ლიდერებთან და იმ პროტესტმა, რომელსაც ბრიტანელი ხალხი გამოთქვამდა, პრინცი ენდრიუ აიძულა  საზღვარგარეთ ბრიტანეთის  სავაჭრო და საინვესტიციო საკითხების წარმომადგენლის პოსტი დაეტოვებინა.

მოკლე პერიოდის განმავლობაში პრინცმა 8-ჯერ იმოგზაურა აზერბაიჯანში. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, მას იქ საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე გოლფის კლუბსა და კიდევ სხვა სფეროებში, თუმცა ბუკინგემის სასახლე ამ ხმებს კატეგორიულად უარჰყოფს“,-წერს Independent.

გამოცემა ასევე დაინტერესდა, თუ რატომ გამოიძახა აზერბაიჯანში ბრიტანეთის ელჩი პრინცმა ბუკინგემის სასახლეში და პირადი აუდიენცია გაუმართა.

„საინტერესოა, პრინცი  ენდრიუ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებით თუ საკუთარი ბიზნესით დაინტერესდა?“,-კითხულობს გამოცემა.