ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დიდი მარცხი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დიდი მარცხი

ბრიტანეთის მემარჯვენე კოალიციამ დევიდ კემერონის მეთაურობით დიდი მარცხი განიცადა: დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება საერთო ევროპულ კალათაში ბრიტანეთის შენატანი წილის შემცირების შესახებ.

მართალია, რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ კემერონისთვის ეს დიდი დარტყმა იყო-რეზოლუციას მხარი მისმა პარტიელებმაც დაუჭირეს.

"იგი ვერ არწმუნებს ევროპელ ლიდერებს, ვერ არწმუნებს თავის მომხრეებს, ის სუსტია როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისევე ოჯახში-ის ზუსტად ჯონ მეიჯორის მსგავსია", -აცხადებენ ბრიტანელები .

ევროპაში არსებული კრიზისი ფონზე, ევროპის ლიდერი ქვეყნები ღიად და აშკარად გამოხატავენ პოზიციას, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი, არჩინონ დანარჩენი ევროპის მოსახლეობა, რადგან საკუთარი ქვეყნებში უმუშევართა რაოდენობა დღითიდღე ეზრდებათ და ქვეყანა ინფლაციის ზღვართან დგას.

ბრიუსელის წინადადება გაეზარდათ ბრიტანეთის 5% -იანი შენატანი საერთო ევროპულ კალათაში, მარცხით დამთავრდა-ბრიტანეთის პარლამენტმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა, მეტიც ოპოზიცია შენატანის პროცენტის შემცირებას ითხოვს.