ეკა ბესელია:  მიგაჩვევთ, რომ საკითხები წყდებოდეს არა კაბინეტებში, არამედ ხალხის სურვილის შესაბამისად

ეკა ბესელია: მიგაჩვევთ, რომ საკითხები წყდებოდეს არა კაბინეტებში, არამედ ხალხის სურვილის შესაბამისად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უმცირესობის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ფოთის მერის არჩევაში ჩაერთვება.

 „თქვენი ხელისუფლება მიჩვეული იყო, რომ თვითმართველობების საქმეებში დეპუტატები არ ერეოდნენ, რაც ასე აღარ გაგრძელდება. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიახ, ჩავერევი იმ საკითხში თუ ვინ უნდა გახდება ფოთის მერი. იმას მიგაჩვევთ, რომ საკითხები წყდებოდეს არა კაბინეტებში, არამედ ხალხის სურვილის შესაბამისად“, - მიმართა ოპოზიციონერებს ბესელიამ.

 შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმართველობების მიმართ, ფართომასშტაბიან ზეწოლასა და ძალადობას ახორციელებენ.