ბესელიას კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბესელიას კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, სადაც დეპუტატებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტპატიმრების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

 სხდომაზე, უმცირესობის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში, მცხოვრები საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების უფლებების შელახვის ფაქტების დამატება მოითხოვეს, რასაც სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა.

სტუმრებმა განაცხადეს, რომ ისინი კომიტეტის სხდომაზე ამ თემის განსახილველად არ იყვნენ მისულები და უმცირესობას მოუწოდეს სხდომის ჩაშლას ნუ ეცდებოდნენ. მათ მოწოდებას უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და მათ მიმართა - „თქვენ ნუ გვასწავლით სად რა საკითხი დავაყენოთ.“.

 სამოქალაქო სექტორისა და დეპუტატების კამათში, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჩაერთო და განაცხადა, რომ ამ საკითხზე, კომიტეტისთვის წერილობით არავის მიუმართავს, თუმცა, ის მზად არის, ამ საკითხზე იმსჯელოს.

 „თქვენ სხდომის ჩასაშლელად ხართ მოსულები.  ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენი ხელისუფლების მსხვერპლია და ხალხი ჩვენს  გადაწყვეტილებას ელოდება. თქვენს მიერ ნახსენებ თემაზე, მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე და  მოვუსმინო“, - განაცხადა ბესელიამ.

 კომიტეტის წევრებმა უმცირესობის მიერ დაყენებულ საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა, საკითხის დღის წესრიგში ჩასმა ჩავარდნის გამო არ მოხდა.