აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე  აირჩიეს.

იგი ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატურა იყო. 

კენჭისყრაში "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულმა დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭო მომავალში იმ ფუნქციას აიღებს, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული.

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.