მურმან დუმბაძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოაცხადებს

მურმან დუმბაძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოაცხადებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან დუმბაძის განცხადებით, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომაზე  საკანონმდებლო ორგანო თავმჯდომარეს აირჩევს.

დუმბაძის თქმით, უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

მისივე თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს  ავთანდილ ბერიძე დაიკავებს,  ხოლო ვინ იქნება მთავრობის თავმჯდომარე,  ამას დღეს,  ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადებს.

 „დღეს, სტანდარტული ოპერაციები ჩატარდება,  ეს რეგლამენტის მიხედვითაა დადგენილი.  არჩეული იქნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები,  შეიქმნება ფრაქციები და წესდების საფუძველზე არჩეულნი იქნებიან ფრაქციის თავმჯდომარეები.  სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დასწრება, აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. თუ ვინ  იქნება მთავრობის თავმჯდომარე,  ეს დღეს გახდება ცნობილი.  მოგეხსენებათ, საუბარი სამ კანდიდატურაზეა“, - განუცხადა From.ge-ს  დუმბაძემ.

ცნობისთვის, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე,  პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.