სააკაშვილმა აჭარის  უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის გამართვის განკარგულება გამოსცა

სააკაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის გამართვის განკარგულება გამოსცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.

შესაბამისი განკარგულება  პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს გამოსცა, რომლის ტექსტიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

პრეზიდენტის განკარგულებით, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, 28 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.

პირველ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი; ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაზი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე განიხილებიან.