თალიბებმა იდ-ალ-ადხას დღესასწაულზე მსხვერპლი გაზარდეს

თალიბებმა იდ-ალ-ადხას დღესასწაულზე მსხვერპლი გაზარდეს

ავღანური საიტის პაჟვაკის ინფორმაციით, წუხელ გამთენიისას იდ-ალ-ადხას დღესასწაულზე, ავღანელმა თალიბებმა ღაზის პროვინციაში ხუთი მოქალაქე დახვრიტეს, რომელიც ავტობუსით გადაადგილდებოდა.

ჯაბარვალის პოლიციამ გვამები დღეს აღმოაჩინა. თალიბებმა გზაში ავტობუსი გააჩერეს, მგზავრებს გადმოსვლა აიძულეს და ადგილზე დახვრიტეს, ხუთივე მოკლული მუშა იყო, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

გუშინ თალიბებმა კიდევ ერთი მსხვილი ტერაქტი განახორციელეს ავღანეთის კიდევ ერთ ქალაქ მაიმანში: მოკლულია 41 და დაჭრილია დაახლოებით 70-მდე ადამიანი.