ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და სერგეი უდალცოვი დააპატიმრეს

ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და სერგეი უდალცოვი დააპატიმრეს

„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, დღეს მოსკოვში პაკროვკაზე მიმდინარე ოპოზციის აქციის დროს, ილია იაშინი და ალექსეი ნავალნი სამართალდამცავებმა დააკავეს. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, იაშინი და ნავალნი მასმანის მილიციაში გადაიყვანეს.

პოლიტპატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს სერგეი უდალცოვიც. მისი განცხადებით, დაკავებულია ასევე აქციის მონაწილე კიდევ ერთი ქალბატონი. დაკავებისას სამართალდამცავებს დაკავების მიზეზებზე არ უსაუბრიათ. ამის შესახებ სერგეი უდალცოვმა დაკავებისას „ეხო მოსკვის“ პირდაპირ ეთერში განუცხადა.