დავით სერგენკო: საპენსიო მოდელი საპენსიო შენატანების ფორმა იქნება

დავით სერგენკო: საპენსიო მოდელი საპენსიო შენატანების ფორმა იქნება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საპენსიო რეფორმის ახალი ხედვა ის არის, რომ საპენსიო ნაკადები უკვე მიზნობრივი იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში „ბიზნესკურიერთან საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, საშემოსავლო გადასახადის გარკვეული პროცენტი პენსიისთვის გაიმიზნება და აღნიშნა, რომ მისი ხელშეუხებლობის გარანტად სახელმწიფო გამოვა.

„ადამიანმა უკვე იცის, რომ იმ გადასახადებიდან, რასაც აქამდე იხდიდა ანუ ერთიანი საშემოსავლო გადასახადის გარკვეული პროცენტი მიზნობრივია მისი პენსიისთვის და ამას ვერავინ ვერ შეეხება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უფრო ზუსტად, მისი განმარტებით, საპენსიო მოდელი საპენსიო შენატანების ფორმა იქნება.

„აქამდე ეს იყო „იმდენს გადაგიხდით რამდენიც ბიუჯეტს შეუძლია“, ამიერიდან ეს იქნება „იმდენს გადავიხდით რამდენსაც თქვენ, თქვენი კარიერის განმავლობაში გამოიმუშავებთ. საპენსიო მოდელი საპენსიო შენატანების ფორმა იქნება.“

ამასთან, სერგეენკო აცხადებს, რომ ამ საკითხის დეტალების ჩამოსაყალიბებლად საზოგადოებასთან კონსულტაციებიც კი იგეგმება და აღნიშნა, რომ საკითხი მათთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.