ალექსი პეტრიაშვილი: ყველა ნაბიჯს გადავდგამთ საქართველო სანუკვარ მიზანს კიდევ უფრო დავაახლოოთ

ალექსი პეტრიაშვილი: ყველა ნაბიჯს გადავდგამთ საქართველო სანუკვარ მიზანს კიდევ უფრო დავაახლოოთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა სამინისტროში  დღეს,პირველი სამუშაო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

"საუბარი, რა თქმა უნდა, ძირითად მიმართულებებზე მქონდა, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების , უახლოესი მომავლის ინტეგრაციის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და ასევე, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით.

 ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით , ყველა ნაბიჯს გადავდგამთ და ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ საქართველო სანუკვარ მიზანს, როგორიცაა ევროპაში საქართველოს ღირსეული ადგილის დაკავება და ნატოში ინგეტრაცია , კიდევ უფრო დავაახლოოთ ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.