ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომაზე  საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს აირჩევს

ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს აირჩევს

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ თავმჯდომარის არჩევა მოხდება. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

ამ დროისათვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტს ავთანდილ ბერიძე დაიკავებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალვე ბიძინა ივანიშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ვინაობასაც დაასახელებს.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.

მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 10 დღეში, ანუ 10 ნოემბრამდე