Independent: ლუკაშენკოს ლესბოსელები ეცოდება

Independent: ლუკაშენკოს ლესბოსელები ეცოდება

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბრიტანულ გაზეთ Independent-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ლგბტ წარმომადგენლობის ურთიერთობებზე ისაუბრა. ლუკაშენკოს ლესბოსელები ძალიან ეცოდება, რადგან თვლის, რომ ეს მამაკაცების დანაშაულია.

„რაც შეეხებათ ლესბოსელებს, მე უკვე სადღაც ვთქვი-ეს ჩვენი, მამაკაცების დანაშაულია, რადგანც ქალმა მამაკაცი შეცვალა. ამიტომ ძალიან ვწუხვარ და მეცოდებიან ისინი. ჩვენ აღმოვჩნდით არასაკმარისად ძლიერები. ის, რაც ჩვენში, მამაკაცებში  უნდა ეპოვათ, მათ ქალებში დაიწყეს ძებნა“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

რაც შეეხება მამაკაცებს შორის ურთიერთობებს, ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებით, ის არც კი განსჯის მათ, რადგან ეს მისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემაა. მთავარი პრეტენზია კი ლუკაშენკოს სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ შემდეგი აქვს-„თუ ეს ყველაფერი ნორმალურია, რატომ არ ჰყავთ მათ შვილები?“,-სვამს კითხვას პრეზიდენტი.