ირაკლი ალასანია:  თავდაცვის უწყების ბიუჯეტში უკვე 113 მილიონი ლარის გარღვევაა

ირაკლი ალასანია: თავდაცვის უწყების ბიუჯეტში უკვე 113 მილიონი ლარის გარღვევაა

უწყების ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის გარღვევაა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ სამინისტროს თანამშრომლებთან და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალასანია აცხადებს, რომ ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს ფინანსური გამჭვირვალობა და მაქსიმალური მონიტორინგი.

„თავდაცვის უწყების ბიუჯეტში უკვე 113 მილიონი ლარის გარღვევა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მუშაობას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაიწყებს, რათა თავდაცვის უწყების არც ერთ რგოლს პრობლემა არ შეექმნას", - განაცხადა ალასანიამ.

 ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიზნით, ალასანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასაც გეგმავს.