შტეფან ფულე: საქართველოს საპარალმენტო არჩევნებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლაა საჭირო

შტეფან ფულე: საქართველოს საპარალმენტო არჩევნებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლაა საჭირო

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლაა საჭირო და ისინი დიდი ინტერესით ელოდებიან ეუთო-ს საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ევროპარლამენტში  დებატებისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა.

როგორც ფულემ აღნიშნა, ის ეთანხმება ევროპარლამენტარის, მარტინ შულცის შეფასებას, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და დემოკრატიული, რომელმაც, მისი თქმით, აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიისკენ მიდის.

თუმცა აქვე ფულე აცხადებს, რომ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხებზე კვლავ სიფხიზლეა საჭირო.

„არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი საკითხები –შეკრების თავისუფლება, მედიის ხელმისაწვდომობა, კამპანიის დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ საკითხებზე კვლავაც ფხიზლად უნდა ვიყოთ. მე მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, წვლილი შეეტანა ამ არჩევნების ხარისხიანობაში მედიამონიტორგით, ხმების პარალელური დათვლით და სხვა ფორმებით", - განაცხადა ფულემ.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა კვლავაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტქუტურებში ინტეგრაციისკენ არის ორიენტირებული და ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია.

ამასთან, ფულე აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ გამოხატა თავისი მიზანი, რომ ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ხელშეკრულების პროცესი სწრაფ ტემპში გაგრძელდეს.

„ჩვენ ჩვენის მხრივ დავარწმუნეთ ისინი, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს მათ ამ მიზნებს როგორც ტექნიკურად, ფინანსურად, ასევე დიალოგის გზით", - აღნიშნა შტეფან ფულე