თეა წულუკიანმა    მიხეილ სააკაშვილს მთავარი პროკურორის  გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილს მთავარი პროკურორის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

იუსტიციის  უკვე მოქმედმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

ამ თანამდებობაზე პრეზიდენტს დასამტკიცებლად თეა წულუკიანმა არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

,,თეა წულუკიანს სურდა მურთაზ ზოდელავასთვის თავად ეცნობებინა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკვე 3 დღეა არ იმყოფება საქართველოში და ცნობილი არ არის როდის აპირებს იგი ქვეყანაში დაბრუნებას“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროს პრეს სამსახურში.

თეა წულუკიანი მურთაზ ზოდელავას ნაცვლად