თბილისელებისითვის დასუფთავების გადასახადი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით განახევრდება

თბილისელებისითვის დასუფთავების გადასახადი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით განახევრდება

ზამთრის პერიოდში, თბილისელებისითვის დასუფთავების გადასახადი 5 თვის განმავლობაში ნოემბრიდან მარტის ჩათვლით განახევრდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

როგორც საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, დასუფთავების ტარიფის შემცირების 5 მოდელი განიხილებოდა, თუმცა აღნიშნულ მოდელზე  - განახევრებაზე შეთანხმება მოხდა.

„სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს და თუკი ახალი ხელისუფლების მხრიდან რაიმე განსხვავებული მოდელი იქნება შეთავაზებული საკრებულოსთვის გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულო ამ საკითხსაც განიხილავს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიაზეა მიბმული, რომლის თანახმად, ყოველ დახარჯულ კილოვატ საათზე დასუფთავების გადასახადის სახით 5 თეთრი იყო გადასახდელი, დღეს დამტკიცებული მოდელით კი, აღნიშნული 2.5 თეთრამდე შემცირდა.