ადეიშვილისა და მერაბიშვილის კადრები მინისტრის მოადგილეებად ინიშნებიან?

ადეიშვილისა და მერაბიშვილის კადრები მინისტრის მოადგილეებად ინიშნებიან?

როგორც From.ge-ს თვის გახდა ცნობილი ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მოადგილედ გრიგოლ გობეჯიშვილი ინიშნება.

საგულისხმოა, რომ გობეჯიშვილი ჯერ კიდევ ნიკა გილაურის მინისტრობის დროს მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. როცა გილაური ფინანსთა მინისტრი გახდა გობეჯიშვილი შემოსავლების უფროსად დაინიშნა. მაშინ მას ექვემდებარებოდა, ფინანსური პოლიციაც.

გრიგოლ გობეჯიშვილმა შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტი შექმნა მძლავრი ფუნქციებით, რომლის უფროსად მისი მეგობარი გიორგი ბაქრაძე მოიყვანა.

გარკვეული პერიოდის მერე ორივე გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში- გობეჯიშვილი მინისტრის მოადგილედ, მან სამინისტროში რამდენიმე სამსახური ჩამოაყალიბა მათ შორის პრივატიზაციის დეპარტამენტი, რომლის უფროსი გიორგი ბაქრაძე გახდა.

From.ge-ის ინფორმაციით, ახალ მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მოადგილედ გრიგოლ გობეჯიშვილი ინიშნება. გიორგი ბაქრაძე კი, შემოსავლების სამსახურის უფროსად.
ჩვენი ინფორმაციით, ორივე მათგანი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის კადრებად მოიაზრება. გიორგი ბაქრაძე მონაწილეობდა ნინო ბურჯანაძის „განკულაკების“ საქმეში.