უკრაინაში არჩევნებს ეჭვის თვალით უყურებენ

უკრაინაში არჩევნებს ეჭვის თვალით უყურებენ

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები კვირას გაიმართება, თუმცა ამ არჩევნების დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი შეშფოთებულია მისი მთავარი  მოწინააღმდეგით იულია ტომოშენკოთი,  რომელიც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის გმირია. ის დაკავებულია  და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს  მისჯილი. ხალხი ითხოვს, რომ მას მოეხსნას პატიმრის სტატუსი და შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

იანუკოვიჩი ფიქრობს, რომ ევროპაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და ის შეეცდება ურთიერთობების უფრო გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან. უკრაინის ხელისუფლებამ 3500 დამკვირვებელი მოიწვია  სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდებიან. 

‘’თუ პროცესი დემოკრატიული იქნება, ჩვენ ნამდვილად ვერ ვიპოვით არგუმენტს, რომ მათ შევეწინააღმდეგოთ ’’ - განაცხადა ოლეგ ვოლოშინმა.

პარტიებს სჭირდებათ 5 %იანი ბარიერის გადალახვა პარლამენტში მოსახვედრად.