„ოსტატი და მარგარიტა“ :  ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი?

„ოსტატი და მარგარიტა“ : ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი?

ჰოლივუდი კირა ნაიტლის განსახიერებული ანა კარენინას შემდეგ რუსულ თემის აქტიურ გაგრძელებას აპირებს. მიხეილ  ბულგაკოვის  რომანის  „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციის უფლება ჰოლივუდის რეჟისორმა სკოტ სტეინდორფმა ავტორის შთამომავლისგან შეიძინა. ბულგაკოვის მემკვიდრე სეგეი შილოვსკი აღნიშნავს, რომ მას რომანის პირვანდელი ეკრანიზაცია არ მოსწონს და მოხარულია, რომ ეს რომანი ამჟამად არა მხოლოდ კარგი რეჟისორის არამედ კარგი მწარმოებლების ხელში მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, კომპანია „Stone Village“ ამ პროექტზე 100 მილიონ დოლარს  დახარჯავს.

ეს საიდუმლოებით მოცული ისტორია პირველად ეკრანზე 1971 წელს რეჟისორმა ანჟეი ვაიდამ გადაიღო. ამის შემდეგ, რომანის ეკრანიზაცია კიდევ ხუთჯერ განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ეკრანიზაციაში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები ითამაშებენ.   ოსტატისა და მარგარიტას მთავარ როლებზე ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი მოიაზრებიან. თუმცა  საუბარია იმაზეც, რომ ეს  დუეტი  შესაძლოა  ნატალი პორტმანმა და ბრედლი კუპერმა ჩაანაცვლონ.