სოზარ სუბარის ერთ-ერთ მოადგილედ გიგა გიორგაძე დაინიშნება

სოზარ სუბარის ერთ-ერთ მოადგილედ გიგა გიორგაძე დაინიშნება

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ერთ-ერთ მოადგილედ გიგა გიორგაძე დაინიშნება. იგი სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სამინისტროში 10:00 საათისთვის მივიდა.

როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი კურატორობის სფერო გამოძიება და პრობაცია იქნება.

„აქტიურად ვეცნობით სამინისტროში არსებულ ვითარებას. იკვეთება აუცილებლობა, რომ სხვადასხვა სტრუქტურული ღონისძიებები გატარდეს და უახლოეს ვადებში ვაპირებთ, ამასთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდეთ", - აღნიშნა გიგა გიორგაძემ.

ამასთან, სოზარ სუბარმა მინისტრის რანგში დღეს პირველი შეხვედრები გამართა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან.