მსოფლიოს უცნაური სასტუმროები

მსოფლიოს უცნაური სასტუმროები

მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის დროს, ადამიანი მუდამ ხდებიან ათასგვარი უცნაურობის თვითმხილველი. მოგზაურობა ხშირ შემთხვევაში სასტუმროს გარეშე არ სრულდება. უცნაური თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებს, სხვადასხვა ქალაქები თუ ქვეყნები განსხვავებულ არჩევანს სთავაზობენ.

მაგალითად,  კოსტა რიკაში მდებარეობს სასტუმრო Costa Verde, რომელიც   1965 წელს გაგმოშვებული ბოინგ 727-ისგანაა აშენებული. თვითმფრინავი დიდი ხნის მანძილზე იყო მიტოვებული აფრიკის გაშლილ სივრცეში, შემდეგ ის სასტუმროდ გადაკეთდა და ძალიან დახვეწილი და კომფორტული გახდა. ამ სასტუმროში ერთი ღამის გათევის საფასური სულ რაღაც 300-350 დოლარს შეადგენს.  სასტუმრო შედგება 4 საძინებლისა და სასტუმრო ოთახებისაგან. რა თქმა უნდა, მასში განთავსებული სამზარეულო, ინდივიდუალური აბაზანები და ტერასა.

ასევე უცნაურია სასტუმრო გერმანიაში, რომელიც ჟიულ ვერნის რომანის „საიდუმლო კუნძულის“ სახელს ატარებს და მართლაც საიდუმლოებებითაა მოცული. მასში არც ერთი  ნომერი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველა განსხვავებული კონსტრუქციისაა და ოთახების შიდა ინტერიერი განსხვავებული დეტალებითაა შევსებული. აქ შეხვდებით, როგორც სტანდარტულ ოთახებს საძნებლებსა და მისაღებებს, ასევე არასტანდარტულ უცნაური ფორმის ოთახებს, დახრილი იატაკითა თუ ჭერით.

პარიზის ლათინურ კვარტალში კი მდებარეობს სასტუმრო,- The Five Hotel .  მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო სამ ვარსკვლავიანია მასში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო წვრილმანი ნივთია თავმოყრილი. არამარტო ნივთები, სასტუმროში ხელმისაწვდომია L'Occitane-ს იშვიათი კოსმეტიკა, ვენური პური,  საფირმო ჩაი Mariage Frres და ა.შ.

სასტუმრო Elqui Domos ჩილეში მდებარეობს. ის, მსოფლიოში „ასტრონომიული“ სასტუმროების შვიდეულში შედის და სამხრეთ ნახევარსფეროს ტერიტორიაზე ერთადერთი ასეთი სასტუმროა. Elqui Domos ეს არის ექვსი, ორსართულიანი გეოდეზიური სახლი, რომლის პირველ სართულზეც მისაღები ოთახი და აბაზანაა მოწყობილი. რაც შეეხება მეორე სართულს, იქ საძინებელი და მოძრავი სახურავია. თითოეულ სახლს თავისი ტერასა და ტელესკოპი აქვს. აღნიშნულის გამო, Elqui Domos-ში უმთავრეს როლს ღამის ცა თამაშობს, რის გამოც სერვისიც სპეციფიურ ხასიათს ატარებს. სასტუმროში არის ბიბლიოთეკა, სადაც ასტრონომიური ლიტერატურაა დაცული, გათვალისწინებულია ცხენით სეირნობა ღამის საათებში, ტელესკოპთან მუშაობის სწავლება, თემატური შეკრებები და ა.შ. 

პაიხუანოს რაიონში წელიწადის 320 დღის განმავლობაში სუფთა ცაა. ზამთრის პერიოდში ტემპერატურა 0°C-დან 25°C-მდე მერყეობს, ხოლო ზაფხულში 15°C-დან 40°C-მდე.

სასტუმროს Hotel im Wasserturm დიდი ისტორია აქვს, რომელიც  130 წლის წინ დაიწყო. ქალაქ კიოლნის ძველ წყალსაქაჩ კოშკს სამუშაო ობიექტის სტატუსი მოუხსნეს და ის არქიტექტურის ნიმუშად გადააქციეს. 1990 წელს კოშკი რესტავრაციის მიზნით დაიხურა, შედეგად, შეიქმნა სასტუმრო საკმაოდ მრავლისმთქმელი სახელწოდებით Hotel im Wasserturm. იმ დღიდან სასტუმროში წყალი შეუჩერებლად იღვრება ონკანიდან  და აბაზანიდან. სასტუმროს მფლობელები ამბობენ, რომ "კოშკი ეს არის დაცულობისა და სიმშვიდის სიმბოლო". ასეა თუ ისე, სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ დაბინავდნენ ევროპაში ყველაზე მაღალი კოშკის კედლებში.

სასტუმროს ინტერიერის გაფორმებაზე ფრანგმა დიზაინერმა ანდრე პუტმანმა იზრუნა, რომელმაც დიზაინის პრიორიტეტულ ფორმად სიმრგვალე აირჩია. ნომრების ტექნიკური აღჭურვილობა საკმაოდ მაღალია. თითოეულ ოთახში არის კაბელური ტელევიზია, მრავალარხიანი ტელეფონი, LAN, მინი-ბარი, სეიფი, გათბობის თანამედროვე სისტემა, უსაფრთხოების ვიდეოსისტემა. შედეგად, სტუმარს მხოლოდ სპეციალურად შეუკეთებელი კედლები და ნაწილობრივ შენარჩუნებული წყლის მილები მიახვედრებს, რომ ის ყოფილ წყალსაქაჩ კოშკში იმყოფება.