ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა  გაფიცულები არიან

ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან

ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა  გაფიცულები არიან. გასული სამი დღის მსგავსად,  მათი მოთხოვნა ხელფასების 100 პროცენტით მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

კომპანია „აიდიეს ბორჯომის“ ხელმძღვანელობა,,  სამი დღეა,  გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობს.

მუშები კომპანიის შეთავაზებულ ხელფასების 25-პროცენტიან მატებას არ თანხმდებიან.

ისინი პროტესტს აგრძელებენ და ამბობენ, რომ საწარმო იქამდე იქნება გაჩერებული, ვიდრე ადმინისტრაცია ანაზღაურებას არ მოუმატებთ.

ცნობისთვის, ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის 250-მდე თანამშრომელი 23 ოქტომბერს გაიფიცა.

გაფიცულ მუშებსა და კომპანიას შორის ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა.