მაია ფანჯიკიძის მოადგილეები დავით ზალკალიანი, გუგა ხელაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე არიან

მაია ფანჯიკიძის მოადგილეები დავით ზალკალიანი, გუგა ხელაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე არიან

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე სამი მოადგილე ეყოლება.

მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იქნება,  რომელიც 18 წელი  ამ უწყებაში მუშაობდა.  მეორე მოადგილე  გუგა ხელაია იქნება,  რომელიც მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყებაში არ მუშაობდა, თუმცა არის გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტი და მას სამინისტროში შესაბამისი საკითხების კურირება დაევალება. რაც შეეხება მესამე მოადგილეს, ახალმა მინისტრმა პოსტზე დარჩენა შესთავაზა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს, რომელიც ამ შეთავაზებას დათანხმდა.

„ვაკანტური რჩება ორი ადგილი, მე ჯერჯერობით არ ვაპირებ ამ პოსტზე კანდიდატურის დასახელებას, რადგან ჯერ მსურს სამინისტროს თანამშრომლებს კარგად გავეცნო და შემდეგ გადავწყვეტ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.