ვახტანგ ხმალაძე - პროკურატურის მიერ ზურაბ ჟვანიას  საქმის  მოკვლევისთვის გოგლა ჟვანიას განცხადება საკმარისი საფუძველია

ვახტანგ ხმალაძე - პროკურატურის მიერ ზურაბ ჟვანიას საქმის მოკვლევისთვის გოგლა ჟვანიას განცხადება საკმარისი საფუძველია

საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ხელახლა გამოძიებას  დაიწყებს. ამის შესახებ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პროკურატურის მიერ მოკვლევის დასაწყებად მისი ძმის, დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადება საკმარისი საფუძველია.

„მოკვლევის საფუძველი შეიძლება გახდეს არამხოლოდ ოჯახის წევრის განცხადება, არამედ თუნდაც ჩემი განცხადება, თუკი, რაღაც ვერსიას გეტყვით და თქვენ მას გამოაქვეყნებთ. მსგავს შემთხვევაში, გამოძიება ვალდებულია ჩემი ვერსიით დაინტერესდეს“ - განმარტა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა.