ეყოლება თუ არა ჩეხეთს იაპონელი პრეზიდენტი?

ეყოლება თუ არა ჩეხეთს იაპონელი პრეზიდენტი?

ცნობილი ჩეხი მეწარმის და სენატორის ტომიო ოკამურას განცხადებით, იგი აპირებს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთოს, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის 11-12 იანვარს გაიმართება.

Czechia Today-ის ინფორმაციით, 40 წლის სენატორმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. ოკამურამ ჩეხ და იაპონელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.

 „ამ წუთისთვის ჩემი მომხრეების 25 000 ხელმოწერა მაქვს შეგროვებული. ვიმედოვნებ, დადგენილი ვადებისთვის საკმარის ხელმოწერებს მოვაგროვებთ“,-განაცხადა ოკამურამ.

ჩეხეთის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველმა ჩეხმა მოქალაქემ უნდა შეძლოს 50 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვება ან ჩეხეთის ქვედა პალატის 20 დეპუტატის და ზედა პალატის 10 სენატორის შუამდგომლობა.

პირველი სახალხო საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში 2013 წლის 11-12 იანვარს გაიმართება.