ბარაკ ობამამ ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბარაკ ობამამ ისტორიული რეკორდი დაამყარა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელმაც არჩევნებამდე  ხმა მისცა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატს.

არჩევნებში მონაწილეობა ობამამ ლინოისის შტატში, ჩიკაგოში, მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ცენტრში მიიღო.

ამერიკის პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, მიყვნენ მის მაგალითს და საარჩევნო ყუთებთან 6 ნოემბრამდე ადრე მივიდნენ. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, 50 შტატიდან 32-ში დაშვებულია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება არჩევნების დღემდე, თუ საარჩევნო უბანზე პირადად გამოცხადდები.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, წელს ამერიკაში კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდება- ამერიკელთა დაახლოებით 40%-ი ვადამდე ადრე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.