შაშკინი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ავტომატური იარაღის დარიგებას  სიცრუეს უწოდებს

შაშკინი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ავტომატური იარაღის დარიგებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი სამინისტროში ათასობით ავტომატური იარაღის დარიგებას არ ადასტურებს და ამ ბრალდებას მორიგ სიცრუეს უწოდებს.

ამის შესახებ შაშკინი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრს აქვს კანონიერი უფლება, თავდაცვის სისტემის თანამშრომლები სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვოს, რომელიც მისი თქმით, მინისტრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.

"მსურს, გამოვეხმაურო კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, თურმე, მე უკანონოდ, საჩუქრის სახით, თავდაცვის სამინისტროში ათასობით ავტომატური იარაღი დავარიგე. ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის მინისტრს აქვს კანონიერი უფლება, თავდაცვის სისტემის თანამშრომლები სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვოს.

 ჩემი მინისტრობის პერიოდში, მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ეს უფლება და ჯილდოდ გადავეცი თავდაცვის სამინისტროს 45 თანამშრომელს არა ავტომატური იარაღი. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის #430 ბრძანებულებით "სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის" დამტკიცების შესახებ".

 ჩემს მიერ ამ ბრძანების მიღება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოხდა", - აცხადებს შაშკინი.