20 წლის ბრაზილიელმა სტუდენტმა ქალიშვილობა 780 000 დოლარად გაყიდა

20 წლის ბრაზილიელმა სტუდენტმა ქალიშვილობა 780 000 დოლარად გაყიდა

20 წლის სტუდენტი ბრაზილიიდან, კატარინა მიგლიორი იაპონელ კლიენტს 780 ათას დოლარად „დანებდა“.

„ვაჭრობა“ ინტერნეტაუქციონზე ავსტრალიური დოკუმენტური პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი სახელწოდებით, „ვითხოვთ  ქალიშვილებს“ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და პირველი მონაწილეები უკვე „გაყიდა“, ადამიანი, რომელმაც ბრაზილიელი სტუდენტთან პირველი ღამე „შეიძინა“ იაპონელი მამაკაცი ნატცუა.

გოგონა გეგმავს მიღებული თანხის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაურიცხოს, ნაწილით კი,  საკუთარი ღარიბი ოჯახისთვის, მშობლიურ შტატ სანტა-კატარინაში თანამედროვე კომფორტული საცხოვრებელი ააშენოს.

„მართალია, მე უკვე მეძავს მეძახიან, მაგრამ ამ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ. მთელი ეს პროექტი ჩემთვის ბიზნესია და სწორედ ამ კუთხით ვუყურებ ჩემს საქმეს. ეს მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში, ამ ერთხელ მეძლევა საშუალება გაჭირვებულ ადამიანებსაც დავეხმარო და საკუთარ თავსაც მივხედო.

მაგალითად, ახლა მოგზაურობაც კი შემიძლია. ყველაფრის მიუხედავად, მე რომანტიკოს გოგონად ვრჩები და ნამდვილი სიყვარულისაც ისევ მჯერა“- ამბობს კატარინა.

კატარინასა და „მყიდველის“ შეხვედრა თვითმფრინავში, ავსტრალიისა და ამერიკას შორის ფრენის დროს მოხდება, რადგან ამ გზით პროექტის ორგანიზატორები არ არღვევენ კანონს პროსტიტუციის შესახებ.

პროექტის მეორე მონაწილეა 23 წლის რუსი ალექსანდრ სტეფანოვი, მან „უბიწოების“ გაყიდვა მხოლოდ სამიათას დოლარად შეძლო. როგორც თავად აღნიშნავს, ამ პროექტში მონაწილეობს არა მხოლოდ, სექსუალური გამოცდილების  მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ იმკურნალოს, რადგან უკვე რამდენიმე წელია დეპრესიით იტანჯება.

პროექტის რეჟისორი გეგმავს მონაწიელთა პირველი სექსის შემდგომი შთაბეჭდილებები გადაიღოს. რაც შეეხება თავად პროცესს, შოუს წესების თანახმად გადაღება აკრძალულია.