აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს  სავარაუდოდ 29 ოქტომბერს დაამტკიცებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სავარაუდოდ 29 ოქტომბერს დაამტკიცებენ

არსებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება 29 ოქტომბერს მოხდება.  

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა,  შაბათს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის გამართვა იგეგმება, ორშაბათს კი სავარაუდოდ, მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება მოხდება.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ლევან ვარშალომიძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება - პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი; ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.